ქართველი მუსიკოსი Nikakoi გერმანიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე წარდგება

ნიკა მაჩაიძემ ელექტრონული რიტმები და ქართული ფოლკლორი შეუთავსა ერთმანეთს.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. პოპულარული ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და შემსრულებელი ნიკა მაჩაიძე, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით Nikakoi, საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალ Berlin Atonal-ზე წარდგება.

შოკი ანაკლიაში: EchoWaves-ზე აფრიკული ჯგუფი გამოვა

Berlin Atonal-ი — ელექტრონული მუსიკის ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც ბერლინში იმართება. წელს იგი 22-26 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება და მუსიკოსებს მთელი მსოფლიოდან შეკრებს.

ფესტივალის ფარგლებში მსმენელის წინაშე ისეთი დიჯეები წარდგებიან, როგორიც არიან Machine Woman-ი რუსეთიდან, YPY იაპონიიდან, Veronika Vasicka აშშ-დან, Actress- დიდი ბრიტანეთიდან, Photonz-ი პორტუგალიიდან, ishi vu შვედეთიდან, Сourtesy დანიიდან, Paradox ინდოეთიდან, Skee Mask-ი გერმანიიდანდა ა.შ.

ნიკა მაჩაიძე თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი გამოჩენილი მუსიკოსია, რომელმაც მუსიკის შექმნა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო. თავის შემოქმედებაში მუსიკოსმა ერთმანეთს ელექტრონული რიტმები და ქართული ფოლკლორი შეუთავსა ერთმანეთს. 1999 წელს მაჩაიძემ პარიზის ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა.

Nikakoi-ის სადებიუტო ალბომი სახელმწოდებით Sestrichka 2002 წელს ბერლინში გამოვიდა. 2012 წელს მისი მეორე ალბომი Rays-ის რელიზი იაპონიაში გაიმართა, რომელიც ტოკიოელ მუსიკოს Coppe-თან ერთად ჩაიწერა.

ამ დროისთვის ნიკა მაჩაიძე აქტიურად წერს მუსიკას, მათ შორის, კინოფილმებისა და ტელევიზიისთვის.