მოვლენათა კალეიდოსკოპი: მსოფლიოს ახალი ამბები ფოტოქრონიკაში

Sputnik

Sputnik-საქართველო წარმოგიდგენთ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოების საუკეთესო ფოტოებს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

1 / 15
ტურ-დე-ფრანსის 105-ე რბოლა ბრეტანში. რბოლა 7 ივლისს დაიწყო და 29 ივლისს დასრულდება.
2 / 15
მასობრივი საპროტესტო აქციები ერაყის სამხრეთში, ბასრის პროვინციაში.
3 / 15
ინდოელი მაშველები განადგურებული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში ცოცხლად გადარჩენილებს ეძებენ.
4 / 15
ტროპიკული შტორმის, „სონ-ტინის“ შედეგი ფილიპინებზე, ქალაქ კესონში.
5 / 15
მაგადიშოში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რასაც შემდეგ სროლა მოჰყვა ბოევიკებსა და სომალის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის. ბოევიკები რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ. პირველი აფეთქებიდან რამდენიმე წუთში თავდამსხმელებმა მეორე მანქანაც ააფეთქეს.
6 / 15
ყოველწლიური მასობრივი ცურვა ციურიხის ტბაში, შვეიცარია.
7 / 15
ფრანგი მეხანძრე ცდილობს, ჩააქროს ცეცხლი ქერის ყანაში. ნიარნი, საფრანგეთი.
8 / 15
ჩინეთის აღმოსავლეთ რაიონებს ტროპიკული სუპერტაიფუნი „მარია“ დაატყდა თავს. ქარის სიმძლავრე ტაიფუნის ეპიცენტრში საათში 187 კმ-ს აღწევდა.
9 / 15
სან-ფერმინის ფესტივალი პამპლონაში მილიონობით ტურისტს იზიდავს. ფესტივალის დროს სხვადასხვა სახის ღონისძიება ტარდება, რომელთაგან უმთავრესი მაინც ქუჩებში ხარების რბოლაა.
10 / 15
გინესის წიგნის მრავალგზის რეკორდსმენი აშრიტა ფურმანი მორიგ რეკორდს ამყარებს: მან ყველაზე მეტი საზამთრო დაიჭრა საკუთარ სხეულზე.
11 / 15
მსოფლიო ბოდი-არტ ფესტივალი კლაგენფურტეში (ავსტრია).
12 / 15
ტრადიციული დღესასწაული პარიზში - ბასტილიის აღების დღე, და ასევე ტრადიციული ფოიერვერკი. სპეციალისტებმა „სალუტებისთვის“ დამატებით 10 ათასი გამშვები მექანიზმი და 160 პროჟექტორი დაამონტაჟეს, რათა ეიფელის კოშკი კარგად განათებულიყო.
13 / 15
მეფოლადე ფოლადჩამომსხმელი ქარხანა Dongbei Special Steel-ში, ჩინეთი.
14 / 15
Depeche Mode-ს წევრები მარტინ გორი და დეივ ჰაანი ფესტივალ „პალეოზე“, ნიონი, შვეიცარია.
15 / 15
თურქეთში, ბოსფორის ხიდზე შეკრებილმა ადამიანებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მეორე წლისთავი აღნიშნეს.