ვის სახელებს ჩაწერენ სვანები „სირცხვილის წიგნში“

ადგილობრივი მოსახლეობა, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. მესტიის სოფელ ნაკრაში ადგილობრივებმა მიკროჰესის მშენებლობა გააპროტესტეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მოსახლეობის თქმით, უმოკლეს დროში უნდა მოხდეს ყველა დიდი და გიგანტური ჰესის მშენებლობის შეჩერება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან. 

სოფელ ხაიშში მოსახლეობა ხუდონჰესის მშენებლობას აპროტესტებს

საპროტესტო აქციაზე  მონაწილეებმა ე.წ. სირცხვილის წიგნი  მიიტანეს და განაცხადეს რომ, ვინც სვანეთის ბუნების გაჩანაგება-განადგურების მომხრეა, ყველა იმ ადამიანის სახელსა და გვარს წიგნში ჩაწერენ და მომავალ თაობას გადასცემენ.

მათი თქმით,  წიგნი სამ ადგილას იქნება შენახული: ტაძარში, მუზეუმში, მესამე წიგნის ადგილსამყოფელი კი გასაიდუმლოებული იქნება.