შთამბეჭდავი ხიდები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში

Sputnik

მსოფლიოში ყოველ წელს შენდება ახალი ხიდები — სულ უფრო მაღალი, გრძელი და უჩვეულო. იხილეთ ყველაზე ლამაზი ხიდები Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში.

 

 

1 / 11
კუნძულ ლანგკავიზე, ზღვის დონიდან 652,5 მ სიმაღლეზე, ორ მწვერვალს შორის საოცარი ხიდია გაჭიმული. ეს ლანგკავის ციური ხიდია - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ხიდი, რომლის უჩვეულო კონსტრუქციაც ერთადერთ სვეტს უჭირავს.
2 / 11
პარიზში ჩასული ტურისტები, როგორც წესი, აუცილებლად სტუმრობენ ალექსანდრე III-ის ხიდს. ეს უნიკალური ნაგებობა საოცარი ორნამენტებითაა შემკული - ანგელოზეით, ფანტასტიკური ცხოველებით, ღვთიური ქალწულებითა და სხვა დეკორით.
3 / 11
როტერდამის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო - ეს ერაზმის ხიდია, რომელიც ხშირად ხდება უამრავი თვალწარმტაცი სანახაობის სცენაც.
4 / 11
რიალტოს ხიდი ვენეციაში არც ისე დიდია: მაქსიმალური სიმაღლე ცენტრში 7,5 მ-ს აღწევს, საერთო სიგრძე კი სულ რაღაც 48 მეტრია. აი ბურჯები კი მართლაც შთმბეჭდავი აქვს. ხიდი არხის ფსკერზე ჩასხმულ 12 ათას ბოძზე დგას.
5 / 11
საფრანგეთში, მდინარე ტარნზე გადებული ვანტური ხიდი ვიადუკი მიიო – ეს ყველაზე მაღალი სატრანსპორტო ხიდია მსოფლიოში. ის ეიფელის კოშკს 20 მეტრით აჭარბებს და სრულად 343 მ სიმაღლისაა. მის აგებას 13 წელი დასჭირდა.
6 / 11
ბრუკლინის ხიდი - ნიუ-იორკის სავიზიტო ბარათი, არქიტექტურული შედევრი. მისი მშენებლობა დაახლოებით 13 წელი გრძელდებოდა. ხიდის გახსნის მომენტისთვის, ის იყო ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდი მთელ მსოფლიოში. ბრუკლინის ხიდის სიგრძე 2 კმ-ა.
7 / 11
სან-ფრანცისკოს ხიდი „ოქროს ჭიშკარი“ არქიტექტორ ირვინგ მოროუს ქმნილებაა, რომელმაც უარი თქვა ტრადიციულ ნაცრისფერ-ფოლადისფერზე და საკუთარ პირმშოს კაშკაშა „სამოსი“ შეურჩია. ეს იმიტომ, რომ ცეცხლისფრად აკიაფებული ხიდს, გარდა იმისა, რომ მშვენიერი სანახავია, სრუტეში მოძრავი ხომალდებიც კარგად ხედავენ ნისლში.
8 / 11
პონ-დიუ-გარი - ყველაზე მაღალი ძველრომაული ხიდი-აკვედუკი. ხიდი 1985 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.
9 / 11
ლონდონის ტაუერის ხიდი სხვა ხიდებისგან იმით განსხვავდება, რომ ყველაზე დაბლა განთავსებული გასახსნელი ხიდია. მის მშენებლობაზე 400 ადამიანი მუშაობდა 8 წლის განმავლობაში.
10 / 11
სინგაპურში მდებარე ჰელიქსის ხიდი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ხიდად მიიჩნევა. ეს ნაგებობა უნიკალურია იმით, რომ სპირალურია და დნმ-ს მოლეკულას ჩამოჰგავს. აღსანიშნავია, რომ ხიდი ფენ-შუის ოსტატებმაც მოიწონეს.
11 / 11
ჰენდერსონის ტალღისებური ხიდი სინგაპურში ყველაზე მაღალი საფეხმავლო ხიდია ქვეყანაში. ის მიწიდან 36 მეტრის სიმაღლეზეა გაჭიმული. ხიდი შვიდ, ირიბად აწეულ-დაწეულ დანაყოფს მოიცავს, რითაც საოცრად ჰგავს ტალღას.