რატომ დააკავეს ქობულეთში 19 წლის ახალგაზრდა

სამართალდამცველებმა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის მცდელობის ფაქტზე ქობულეთში 19 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა დღეს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიის ფანჯარა დააზიანა, შენობაში შევიდა და მაღაზიაში არსებული პროდუქციის დაუფლებას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა დამნაშავე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილით („სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის მცდელობა“), რაც ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.