რა მოხდა ბორჯომ-ბაკურიანის გზაზე: დაღუპულია 26 წლის ახალგაზრდა

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ბორჯომ-ბაკურიანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 26 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. KIA-ს მარკის ავტომობილი მოძრაობის საპირისპირო ზოლში გადავიდა და სატვირთოს შეეჯახა. დაღუპულია მძღოლი, რომელიც მსუბუქ ავტომობილს მართავდა.

გარდაცვლილს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება. ადგილზე მობილიზებული იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.