ქართული ფოლკლორი და რეპი: პროექტი VOISA წარდგება Black Sea Arena-ზე

VOISA-ს კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს ეძღვნება
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. უნიკალური ქართული ანსამბლი VOISA შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე 4 აგვისტოს წარდგება.

კონცერტი სამთავრობო პროექტ Check In Georgia-ს ფარგლებში გაიმართება და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნება. ნომრების დამდგმელი ქორეოგრაფი — ბასა ფოცხიშვილი.

საქართველოს და მთელი კავკასიის რეგიონის ყველაზე პრესტიჟულ საკონცერტო დარბაზში წარდგებიან გიორგი მიქაძე, ანსამბლი „ბასიანი“ და All-Star Band. კონცერტის დასაწყისი — 21:00 საათზე. შესვლა — 19:00 საათიდან.

VOISА — კომპოზიტორ და პიანისტ გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტია, რომელმაც მთელ მსოფლიოს საქართველოს კულტურა გააცნო. პროექტი აერთიანებს ქართულ მრავალსაუკუნოვან ფოლკლორს და თანამედროვე მუსიკალურ ჟანრებს, რაც ანსამბლის შემოქმედებას მიმზიდველს ხდის როგორც ქართული, ისე მსოფლიო აუდიტორისთვის. ახალი უპრეცედენტო მუსიკალური პროექტი შეიქმნა მხატვარ, ბერკლის მუსიკალური კოლეჯის პროფესორთან და ჰიპო-ჰოპერთან, დიჯეი რეიდარ ელისთან თანამშრომლობით.

პროექტ VOISА-ს პრეზენტაცია ნიუ-იორკში, საკონცერტო სივრცე Shape Shifter Lab-ში 2016 წელს შედგა.