თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მისურის შტატში თეიბლ როკის ტბაზე სანადირო კატარღამ კატასტროფა განიცადა, მსხვერპლთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА НовостиBNO News-ზე დაყრდნობით.
მანამდე ინფორმაცია ვრცელდებოდა რვა დაღუპულის შესახებ.
ოლქის შერიფის განცხადებით, ბორტზე, ბავშვების ჩათვლით, სულ 31 ადამიანი იმყოფებოდა.
შვიდი ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სავარაუდოდ, ინციდენტის მიზეზი ძლიერი ქარი გახდა, რომელმაც ტბაზე შტორმი გამოიწვია.