ანგელა მერკელი: პუტინისა და ტრამპის ყოველი შეხვედრით მოხარული ვარ

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა ჰელსინკიში 16 ივლისს შედგა.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ბერლინი მიესალმება რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ყოველ შეხვედრას, განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში გამართულ ტრადიციულ საზაფხულო პრესკონფერენციაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„მოხარული ვარ მათი ყოველი შეხვედრით", – განაცხადა მერკელმა და დასძინა, რომ "დიალოგი ყოველთვის მისასალმებელია, იგი ყველასთვის კარგია, განსაკუთრებით, დიალოგი ამ ორ სახელმწიფო ლიდერს შორის".

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პირველი სრულფორმატიანი შეხვედრა ჰელსინკიში 16 ივლისს გაიმართა. პრეზიდენტების შეხვედრა ორი საათის განმავლობაში პირისპირ შედგა, შემდეგ კი დელეგაციებთან ერთად — გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომლის დასრულების შემდეგაც ლიდერებმა მასმედიის კითხვებს უპასუხეს. შეხვედრის შედეგების თანახმად, პუტინმა და ტრამპმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების სურვილი გამოთქვეს.