ბაქრაძე: შახტის დახურვა არ არის გამოსავალი, ვინაიდან შახტის უკან დგას ათასობით ოჯახი

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, ფრაქციის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი დავით ბაქრაძე ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში მუშაობის შეჩერებას ეხმაურება.
Sputnik

„სრულიად მიუღებელია, რომ ადამიანებს ასეთ პირობებში უწევდეთ მუშაობა და მათი სიცოცხლე ყოველდღიურად იდგეს რისკის ქვეშ და ხდებოდეს ასეთი ტრაგედიები. მაგრამ, მეორე მხრივ, უნდა გვესმოდეს, რომ შახტის დახურვა არ არის გამოსავალი, ვინაიდან შახტის უკან დგას ათასობით ოჯახი და შახტის დახურვა ნიშნავს ისედაც გაჭირვებაში მყოფი ტყიბულის საბოლოოდ ბედის ანაბარად დატოვებას“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის აზრით, უნდა მოიძებნოს ძალიან გონივრული და შუალედური გამოსავალი, პირველ რიგში იმ ადამიანების აზრის გათვალისწინებით, ვინც მუშაობს შახტში.