ავარიამ ქარელში 60 წლამდე ქალი იმსხვერპლა

სოფელ რუისთან სწრაფად მოძრავი ავტომანქანა დედა-შვილს დაეჯახა.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. ქარელის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავტოსაგზაო შემთხვევას „თბილსერვის ჯგუფის" თანამშრომელი ემსხვერპლა

შემთხვევა სოფელ რუისთან დღეს, დილით მოხდა.

წინასწარი ვერსიით, სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მიმავალ დედა-შვილს დაეჯახა. დედა ადგილზე გარდაიცვალა. შვილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გარდაცვლილი დაახლოებით 60 წლისაა, დაშავებული კი 35 წლის. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია"), რაც ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.