თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საჩხერის საფეხურთო კლუბმა „ჩიხურამ" ისრაელში იერუსალიმის „ბეითარს" 2:1 მოუგო და უეფას ევროპის ლიგის მეორე შესარჩევ რაუნდში გავიდა.
პირველი ტაიმი გოლის გარეშე დასრულდა. მეორე ტაიმში კი პირველი ბურთი მასპინძლებმა გაიტანეს (იდან ვერედი).
ამას მოჰყვა ლევან კაკუბავას ლამაზი გოლი 73-ე წუთზე და გიორგი გაბედავას გადამწყვეტი, გამარჯვების გოლი 11-მეტრიანი დარტყმით 83-ე წუთზე. ამ გოლმა „ჩიხურას" უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდში გასვლა უზრუნველყო.
კლუბის მომდევნო მეტოქე სლოვენიის „მარიბორი" იქნება.
საჩხერელების ისრაელში სენსაციური გამარჯვების პარალელურად თბილისის „დინამომ" საკუთარ მოედანზე „დუნაისკა სტრედასთან" 1:2 წააგო და უეფას ევროპის ლიგის ტურნირს გამოეთიშა.