რინალია ახვერდაშვილი: მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმოღვაწეობთ, „მერინი“ ჩვენი ლოგოა

რინალია ახვერდაშვილი იხსენებს როგორ დაიწყო საქმიანობა მეუღლესთან მერაბ თედორაძესთან ერთად, რაც შემდგომში წარმატებული გახდა.
Sputnik

„სახლში მოსულმა ნაძვის ხეები გავაკეთე და 15 ცალი პირველივე ჯერზე გზაში გამეყიდა, სანამ მაღაზიაში მივიტანდი“, – გაიხსენა „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას რინალია ახვერდაშვილმა.

რინალია ახვერდაშვილი – მეთოჯინე, რომელმაც დააარსა საოჯახო ფირმა „მერინი“, სადაც მეუღლესთან ერთად თოჯინებს აკეთებს. მისი ნამუშევრები უკვე უცხოეთში იხილეს.