მკვლელობა თუ თვითმკვლელობა: ვაკეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

მამაკაცი სავარაუდოდ კორპუსიდან გადმოხტა
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ვაკეში მშენებარე კორპუსის ეზოში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ქუთაისში 13 წლის გოგონა მეოთხე სართულიდან გადმოვარდა

შემთხვევა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე გუშინ საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა, სავარაუდოდ, კორპუსიდან გადმოხტა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.