ნატოს გენერალური მდივანმა საქართველო რეფორმებისთვის შეაქო

ამის შესახებ სტოლტენბერგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაზე განაცხადა.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ეკონომიკის განვითარება, უსაფრთხოების ამაღლება და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია დადებითად შეაფასა.

პრეზიდენტების პირველი შეხვედრა - ტრამპისა და მარგველაშვილის მოლაპარაკებები ბრიუსელში

ამის შესახებ სტოლტენბერგმა ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გამართული შეხვედრისას განაცხადა. ბახტაძე ბელგიის დედაქალაქში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტიდან მეექვსე დღეს გაემგზავრა. სამიტზე, რომელიც 11-12 ივლისს გაიმართა, ქართულ დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა. ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ნატოში ახალი ქვეყნების შესვლის შემთხვევაში რუსეთი ზომებს მიიღებს.

სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს წევრი გახდება>>>

„გასულ კვირას გამართულ სამიტზე 29 მოკავშირემ დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. ეს შეესაბამება 2008 წელს ბუქარესტში მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ საქართველო ნატოს წევრობისთვის მოვამზადოთ. თქვენ შთამბეჭდავი პროგრესი გაქვთ რეფორმების განხორციელებაში, მათ შორის, ეკონომიკის განვითარების, უფრო ეფექტური უსაფრთხოების, თავდაცვის ინსტიტუტების ფორმირებისა და შეიარაღებული ძალები მოდერნიზების საქმეში", - განაცხადა სტოლტენბერგმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განხილვის თემა იყო ნატოს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში, კერძოდ, ავღანეთსა და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მონაწილეობა. გარდა ამისა, გამოიკვეთა ალიანსთან თანამშრომლობის ახალი სფეროები.

„საქართველოს თავდაცვის სფეროში რეფორმებისა და ამ თვალსაზრისით ნატოს როლზე საუბრისას, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ნატო-საქართველოს არსებითი ღონისძიებათა პაკეტი შედეგს იძლევა. სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ კიდევ უფრო გავაძლიეროთ ეს პროცესი ისეთ სფეროებში, როგორიაა კონტრმობილობა, უსაფრთხო კომუნიკაციები და კიბერთავდაცვა", - განაცხადა ბახტაძემ.

დისკუსია დაწყებულია: საქართველო ნატოში შესაძლოა მაპ-ის გარეშე მიიღონ

ხუთშაბათს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. შეხვედრის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

მოსკოვის გაფრთხილება: საქართველოს ნატოში შესვლას შედეგები მოჰყვება>>>

ბახტაძე ბრიუსელში ასევე შეხვდება ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრ დიდიე რეინდერსს, ევროკომისარს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანსს, ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრემს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ევროკომისარს ევროპული და სოციალური დიალოგების საკითხებში ვალდის დომბროვსკის.

პრემიერის ვიზიტი 20 ივლისამდე გაგრძელდება. მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის" წევრი გახდა. „ვარდების რევოლუციის" შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის" სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.