გერმანიაში „ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო წევრი დააკავეს

ეჭვმიტანილი სოციალურ ქსელში ავრცელებდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ვიდეო და აუდიო-მასალებს, კერძოდ, ტერორისტების მხრიდან მძევლების წამებისა და დასჯის სცენებს.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. ტერორისტული დაჯგუფება  „ისლამური სახელმწიფოს" სავარაუდო წევრი, 22 წლის სირიის მოქალაქე ისმაილ ა.ა. ხუთშაბათს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენპროკურატურის მოთხოვნით საქსონიის ფედერალურ მიწაზე დააკავეს, ბინაში კი ჩხრეკა ჩაატარეს, იუწყება РИА Новости.

 „ბრალდებული ეჭვმიტანილია ორ ეპიზოდში — ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდაში, ასევე ხუთ ეპიზოდში ძალადობის სცენების გამოქვეყნებისა და გავრცელებისთვის", — ნათქვამია გენპროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საკუთარ თავს  „მედიის თანამშრომელს" უწოდებდა და 2017 წლის სექტემბრიდან ხშირად ავრცელებდა დაჯგუფების შესახებ პროპაგანდისტულ პუბლიკაციებს სოცქსელებსა და მესენჯერ WhatsApp-ზე, რომელშიც გამოდიოდა როგორც ჯგუფის ადმინისტრატორი, რომელსაც თავად უწოდებდა  „საინფორმაციო სააგენტოს". ორ პუბლიკაციაში მოთხრობილი იყო, თუ როგორ შეიძლებოდა  „ისლამური სახელმწიფოში" გაწევრიანება. გარდა ამისა, ეჭვმიტანილი ავრცელებდა ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ ვიდეო და აუდიო-მასალებს, კერძოდ, ტერორისტების მხრიდან მძევლების წამებისა და დასჯის სცენებს.

ბრალდებული სასამართლოს წინაშე დღეს წარდგება.