ჩრდილოეთ ინდოეთში ავტობუსი ხევში გადავარდა

ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 250 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. 14 ადამიანი დაიღუპა, 16-მა კი სხეულის დაზიანებები მიიღო ჩრდილოეთ ინდოეთის შტატ უტარაკჰანდში ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად, იუწყება РИА Новости გაზეთ Times of India-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ავტობუსი, რომელშიც დაახლოებით 30 ადამიანი იმყოფებოდა, დაახლოებით 250 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევის ადგილზე მაშველები დროულად მივიდნენ. ამ დროისთვის ყველა დაშავებული ვერტმფრენებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზები უცნობია.

შტატის ხელისუფლებამ დაღუპულთა ოჯახებისთვის კომპენსაცია 200 ათასი რუპიის ოდენობით, თითოეული დაშავებულისთვის კი 50 ათასის ოდენობით დააწესა. პოლიცია გამოძიებას აწარმოებს.