ანგელა მერკელი საქართველოს შეიძლება აგვისტოში ეწვიოს

ანგელა მერკელის ოფისში არ ადასტურებენ და არც უარყოფენ მისი საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს შეიძლება აგვისტოს მეორე ნახევარში ეწვიოს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.

ამასთან, მერკელის ოფისში  „პირველ არხს" განუცხადეს, რომ კანცლერის დაგეგმილი ვიზიტების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება ვიზიტის წინ ბოლო პარასკევს.

იმის შესახებ ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერი შეიძლება საქართველოს ეწვიოს, პირველად 2015 წელს გაჟღერდა. მაშინ მერკელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაური იყო.