შეუძლიათ თუ არა საფრანგეთის მოქალაქეებს საქართველოში რუსეთიდან შემოსვლა

საქართველოში უცხოელების შემოსვლა საკონტროლო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი–ზემო ლარსი“ გავლით არ იზღუდება.
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საფრანგეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა სახმელეთო გზით რუსეთიდან არ შეუძლიათ, ქართული მხარე არ ადასტურებს, უწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

ცნობა იმის შესახებ, რომ რუსეთის სახმელეთო საზღვრები ბელარუსთან, აზერბაიჯანთან და საქართველოსთან დაკეტილია უცხოელებისთვის, საფრანგეთის დიპლომატიურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა. იქ მოცემულია ინფორმაცია მოქალაქეებისთვის, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ.

 „როგორც საფრანგეთის, ისე სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის საქართველოში „ლარსით“ (საქართველო–რუსეთის საზღვარი) შემოსვლაზე შეზღუდვები არ არის“, – განაცხადა საქართველოს შსს–ს პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.

Скрин сайта МИД Франции

„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია. ადრე საკონტროლო პუნქტები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც მოქმედებდა, მაგრამ შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ საქართველომ ამ ტერიტორიებზე კონტროლი დაკარგა.

ქართული კანონმდებლობით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შესვლა ოფიციალური  ქართული საკონტროლო–გამშვები პუნქტების გვერდის ავლით აკრძალულია, ანუ, ვინც ამ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან შედის, ის კანონს არღვევს.