„ლარისა ივანოვნა" და სხვა სიურპრიზები: როგორ აღნიშნავს კიკაბიძე 80 წლის იუბილეს

გამორჩეული ქართველი მომღერალი და მსახიობი იუბილეს გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ლეგენდარული ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე თავის 80 წლის იუბილეს ბათუმში გრანდიოზული კონცერტით აღნიშნავს, იუწყებიან ორგანიზატორები.

ვარსკვლავი 80 წლისა 19 ივლისს გახდება.

კიკაბიძე სკანდალურ განცხადებას განმარტავს

მსახიობის მეგობრები ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში 18 და 19 აგვისტოს გამოვლენ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნანი ბრეგვაძე, თამარ გვერდწითელი, ვალერი მელაძე, ემინ აგალაროვი, ეკა მამალაძე, ლიზა ბაგრატიონი. კონცერტის სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი რეჟისორია ცნობილი თეატრალური მხატვარი მურაზ მურვანიძე.

საღამოს ორგანიზატორები - კომპანია Fix Group-ის წარმომადგენლები მსმენელს არაერთ სიურპრიზს ჰპირდებიან. ერთ-ერთის გამჟღავნება მათ ახლა გადაწყვიტეს - სპეციალურად მოსკოვიდან კოლეგის მისალოცად ჩამოფრინდება ცნობილი რუსი მსახიობი და ტელეწამყვანი ელენა პროკოლოვა, რომელიც ფილმში "მიმინო" ლარისა ივანოვნას როლს ასრულებს.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებ-გვერდზე tkt.ge.