თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში პარასკევს, 20 ივლისს უპირატესად ნათელ და ცხელ ამინდს გვპირდებიან.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დაფიქსირდება ღამით - +23 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური დღისით - +32 გრადუსი.
16:00 საათისთვის მოსალოდნელია მოღრუბლულობა. არის წვიმის ელჭექით ალბათობა.
ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით შეიძლება 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.
მზე 05:43 საათზე ამოვა და 20:30 საათზე ჩავა.