Led Zeppelin-ის ლეგენდარული სოლისტი საქართველოშია

საკულტო ბრიტანული როკ-ჯგუფის ფრონტმენი ქართველი ფანების წინაშე 19 ივლისს წარდგება
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. ლეგენდარული ბრიტანელი როკ-მუსიკოსი რობერტ პლანტი ბათუმშია, იუწყებიან მისი კონცერტის ორგანიზატორები.

საკულტო როკ-ჯგუფ Led Zeppelin-ის სოლისტი შეკვეთილში საკონცერტო დარბაზ Black See Arena-ზე 19 ივლისს წარდგება.

ბათუმის აეროპორტში რობერტ პლანტს ორგანიზატორების გარდა, მისი თაყვანისმცემლები დახვდნენ.

 

 

პლანტის კონცერტი ყოველწლიური საერთაშორისო Black Sea Jazz Festival-ის ფარგლებში გაიმართება, რომლის სტუმრები სხვადასხვა წლებში იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი ვარსკვლავები, როგორიც არიან Jamiroquai, Prodigy, Snoop Dog და სხვა.

Led Zeppelin ბრიტანული როკ-ჯგუფია, რომელიც 1968 წელს ლონდონში დაარსდა. ის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ, ნოვატორულ და გავლენიან ჯგუფად არის აღიარებული.