სად არჩევენ დასვენებას მარტოხელა ქალები და არა მხოლოდ...

მარტო დამსვენებელთა რაოდენობა 2015 წლიდან სულ უფრო იზრდება.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მარტო მოგზაურობის მსურველთა რაოდენობა 2015 წლიდან 42%-ით გაიზარდა, ამასთან მარტო დასვენების სურვილი უფრო ქალებში იზრდება, ვიდრე მამაკაცებში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости Travel Daily News-ზე დაყრდნობით.

ის რაც ნორვეგიაში მოგზაურობის დროს აუცილებლად უნდა ნახოთ – ქართველი მოგზაურის რჩევები

მარტო მოგზაური ქალები ყველაზე ხშირად ირჩევენ მაკედონიას, ლუქსემბურგს, ეგვიპტეს, ალბანეთსა და ფინეთს; ხოლო მამაკაცები — არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, შრი-ლანკას, მოლდოვას, ისრაელსა და პორტუგალიას.

მარტოხელა მოგზაურთა რაოდენობის ზრდა შესაძლოა უკავშირდებოდეს ტექნოლოგიების განვითარებას, მაგალითად, პროგრამების, რომლებიც საშუალებას იძლევა, დანიშნულების ადგილს ადვილად მიაგნო, ან იმ ადამიანთა რიცხვის გაზრდას, ვინც ინტერნეტით მუშაობს.