გარდაიცვალა მსახიობი რობერტ უოლდერსი – ოდრი ჰეპბერნის ბოლო სიყვარული

მსახიობის ახლობლებს მისი გარდაცვალების დეტალებზე საუბარი არ სურთ.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ჰოლანდიელი მსახიობი რობერტ უოლდერსი 81 წლის ასაკში გარდაიცვალა – ის სახელგანთქმული ბრიტანელი მსახიობის ოდრი ჰეპბერნის ბოლო შეყვარებული იყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Hollywood Reporter-ზე დაყრდნობით.

ოდრი ჰეპბერნის სახელობის ბავშვთა ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ელენ ფონტანას განცხადებით, უოლდერსი „თავისი მოსიყვარულე ოჯახის" წრეში გარდაიცვალა. მსახიობი ამ ფონდის საბჭოს წევრი იყო. ფონტანამ ასევე დასძინა, რომ მსახიობის ახლობლებს მისი გარდაცვალების დეტალებზე საუბარი არ სურთ.

უოლდერსსა და ჰეპბერნს ურთიერთობები ჰქონდათ ჰეპბერნის გარდაცვალებამდე. ჟურნალ People-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უოლდერსმა აღიარა, რომ ჰეპბერნისთვის ხელი არასდროს უთხოვია, რადგან ამის აუცილებლობას არც ერთი მათგანი არ გრძნობდა.

უოლდერსი მონაწილეობდა ფილმში „ტორბუკი", ამერიკულ ტელესერიალში „მერი ტაილერ მურის შოუ", „ა. ნ. კ. ლ.-ს აგენტები" და სხვ.