შანიძე: მსოფლიოს ჩვენ ვჭირდებით ჩვენი თვითმყოფადობით

მუსიკოსი დავით შანიძე ქართულ მუსიკაზე და მის თვითმყოფადობაზე საუბრობს.
Sputnik

„მსოფლიოს არ აინტერესებს, რომ ჩვენ ვიმღეროთ რეი ჩარლზის სიმღერები. ჯერ ერთი, ვერ შევეჯიბრებით ამ ნამღერებში, პირდაპირ წაგებულები ვართ, მეორე – არ სჭირდება“, – ამბობს შანიძე.

დავით შანიძის თქმით, ქართული მუსიკა უნდა იყოს თვითმყოფადი მსოფლიო გლობალიზაციაში.

დავით შანი, იგივე დავით შანიძე, ვაჟთა ანსამბლი „გეორგიკას“ დამფუძნებელი, მუსიკალური ხელმძღვანელი და სოლისტია. ის ასევე წლების განმავლობაში მღეროდა საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ჯგუფებში, როგორებიცაა „შინ“ და „ეგარი“.