თბილისიდან ბათუმისკენ მატარებლები მეტი სიხშირით იმოძრავებენ

თბილისიდან ბათუმისკენ მოძრავი სარკინიგზო რეისების რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა.
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ზაფხულის ტურისტულ სეზონთან და მგზავრთნაკადის გაზრდასთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა" ახალ გრაფიკზე გადადის და თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

„ქართული რკინიგზა“ ენერგოეფექტურ განათებაზე გადადის

თბილისი–ბათუმი–თბილისის მარშრუტით 19 ივლისიდან ყოველდღიურად ხუთი რეისი შესრულდება. აქედან ერთ რეისს შეასრულებს Stadler-ის მარკის რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებს განახორციელებენ როგორც Stadler-ის ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ისე ჩვეულებრივი ელექტრომატარებელი.

„ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30 საათის ნაცვლად გამოემგზავრება 08:15-ზე", — აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

ბოლო წლებში საქართველოში დინამიკურად ვითარდება ტურიზმი. ზაფხულში ტურისტების ძირითადი ნაკადი აჭარაზე მოდის.