ხაჩიძე: 13 თუ 14 წლის ვიყავი, როცა დედა გავიცანი, სულ ვცახცახებდი

მომღერალი ზურა ხაჩიძე დედას იხსენებს
Sputnik

„13 თუ 14 წლის ვიყავი, როცა დედა გავიცანი. თავიდან ჩემი ოჯახის წევრები მიშლიდნენ დედასთან ურთიერთობას, ვერ ვახერხებდი მასთან მისვლას. ჩემმა მეგობარმა და დედაჩემმა დაგეგმეს, რომ მე გამეცნო დედაჩემი და გადამიყვანეს ამ სახლში. სახლში რომ შევედი, სახტად დავრჩი“, – იხსენებს ზურა ხაჩიძე.

მომღერლის თქმით, იმდენად ემოციური იყო ეს შეხვედრა, რომ ნერვიულობისგან ცახცახებდა. ამის შემდეგ დედა-შვილს შორის ყველანაირ კითხვას გაეცა პასუხი და ურთიერთობა დაულაგდათ.