ტრაგედია ტყუბულის შახტში: დაღუპულია 4 და დაშავებულია 6 ადამიანი

დაშავებული მეშახტეები საავადმყოფოში არიან მოთავსებული.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. დღეს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა — 6, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ევროკომისარი იოჰანეს ჰანი საქართველოში მშრომელთა უფლებებით უკმაყოფილოა

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთის მდგომარეობა მძიმეა.

ცხედრები შახტიდან მაშველებმა უკვე ამოიყვანეს.

რა მოხდა შახტში და რა გახდა მეშახტეების დაღუპვისა და დაშავების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

ტყიბულის შახტებში ბოლო თვეების განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი თანდათან იზრდება – 5 აპრილს მინდელის შახტში ტრაგიკული შემთხვევის შედეგად 6 მუშა დაიღუპა.