„ის სამუშაო პროცესი, რაც დაწყებული აქვთ შესაბამის სტრუქტურებს, როგორც სამინისტროს, ასევე შესაბამის კომიტეტებს, საჭიროა, რომ ძალიან სწრაფი ტემპით გაგრძელდეს, რათა ძალიან კონკრეტული ღონისძიებები გატარდეს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტის კუთხით“, – განუცხადა ეკა ბესელიამ ტელეკომპანია „მაესტროს“.
დღეს, გამთენიისას ტყიბულის მინდელის შახტში მორიგი ტრაგედია დატრიალდა — დაიღუპა ოთხი მეშახტე და დაშავდა ექვსი. დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ტყიბულის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.