ასეც ხდება: ბათუმის აეროპორტმა სამშობიაროს ფუნქცია შეითავსა

ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.
Sputnik

თბილისი, 16 ივლისი — Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ურალის ავიახაზების მგზავრს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, ნათქვამია TAV Georgia-ს Facebook-გვერდზე.

მგზავრი ბათუმიდან მოსკოვის მიმართულებით უნდა გაფრენილიყო, როდესაც მოსაცდელ დარბაზში მშობიარობა დაეწყო.

„მშობიარობა აეროპორტის მორიგე ექიმმა ტერმინალის სამედიცინო პუნქტში მიიღო. მშობიარობის პროცესში ექიმს თავის პერსონალი ეხმარებოდა", — აღნიშნულია განცხადებაში.

ახალშობილი და დედა თავს კარგად გრძნობენ.