ირინა როსტომაშვილი: ოთხი წლის ასაკში ყველა ოპერას და ბალეტს ვესწრებოდი

ირინა როსტომაშვილი იხსენებს თავის ბავშვობას, როცა მის ცხოვრებაში მუსიკისადმი ინტერესი გაჩნდა. ის 3-4 წლის იყო, როცა მამიდას ოპერაში დაჰყავდა.
Sputnik

„ყველაზე მასშტაბურად ვერდის „აიდა“ მახსოვს, რადგან საოცარი სანახაობა იყო“- განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ირინა როსტომაშვილმა.
ირინა როსტომაშვილი- მევიოლინე, დაამთავრა ნიჭიერთა ათწლედი,  ამჟამად კონსერვატორიის სტუდენტია.