სიცხემ დროებით უკან დაიხია - სამშაბათს თბილისში 30 გრადუსზე ნაკლები იქნება

სამშაბათს თბილისში დღისით 27 გრადუსამდე სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისში სამშაბათს 17 ივლისს უმეტესად მზიანი და უნალექო ამინდი იქნება.

მზე 05:40 საათზე ამოვა.

ჰაერის მინიმალური ტემპერატურა დილის ოთხი საათისთვის 21 გრადუს სითბოს შეადგენს. დღის განმავლობაში ჰაერი 27 გრადუსამდე გათბება. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.

მზის ჩასვლა თბილისში 20:32 საათზე იქნება.