იშვიათი მტაცებლები: საოცარი კატა მანული

Sputnik

მანულის კნუტები ნოვოსიბირსკის ზოოპარკში იზრდებიან. ნახეთ Sputnik-ის ფოტოლენტაში სასაცილო, „მოღუშული“ და იშვიათი მტაცებლები

მანული — შინაური კატის ხელა ცხოველია, თუმცა ჩვეულებრივი კატისგან უფრო მკვრივი, მასიური სხეულით, მოკლე მსუქანი თათებით და ძალიან სქელი ბეწვით განსხვავდება. მანულის თავისებური გარეგნობა დაედო საფუძვლად ჰიპოთეზას, რომ ეს ველური კატა სპარსულ კატას ენათესავება, რომელიც მას ფუმფულა ბეწვით, მომრგვალებული ფორმებითა და სხვა კატებისთვის საკმაოდ უჩვეულო თავის ფორმით ჰგავს.

1 / 12
ნოვოსიბირსკის ზოოპარკში მცხოვრები ველური მანულის ორ მდედრს მაისში კნუტები ეყოლათ
2 / 12
ერთ მდედრს ორი კნუტი ჰყავს, მეორეს - ექვსი
3 / 12
ახალშობილი მანული 80-100 გრამს იწონის. ორი თვისთვის მისი წონა ათჯერ იზრდება
4 / 12
გაზრდილ კნუტებს რეგულარულად სინჯავენ, წონიან და ცრიან
5 / 12
თითოეული კნუტი ძალიან ძვირფასია, რადგან პატარა მანულებში მაღალი სიკვდილიანობაა, ამიტომ ზოოპარკში მკაცრი ვეტერინარული კონტროლია დაწესებული
6 / 12
სახეობის შესანარჩუნებლად ნოვოსიბირსკის ზოოპარკში მანულების მოშენება 1995 წლიდან მიმდინარეობს
7 / 12
კნუტების სხვა ზოოპარკებში გადასაცემად კოორდინატორები რეკომენდაციებს იძლევიან. აქ დაბადებული მანულების შთამომავლობა ცხოვრობს გერმანიის, ჩეხეთის, პოლონეთის, ავსტრიის, დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებში
8 / 12
მანული საერთაშორისო და რუსეთის წითელ წიგნშია შეტანილი
9 / 12
ამ ცხოველების რაოდენობა ველურ ბუნებაში მნიშვნელოვნად შემცირდა. მანულების პოპულაციას ემუქრებიან ბრაკონიერები, რომლებიც ამ იშვიათი ცხოველების განადგურებას აგრძელებენ
10 / 12
ამ ცხოველის მეორე სახელწოდებაა პალასის კატა, რომელიც მან მიიღო მეცნიერი ბიოლოგის, პეტერ პალასის პატივსაცემად. ამ მეცნიერმა პირველმა აღმოაჩინა და აღწერა ეს ცხოველი
11 / 12
რუსეთში მანულების ყველაზე ჩრდილოეთი არეალი მდებარეობს
12 / 12
ისინი ბინადრობენ სამხრეთ-აღმოსავლეთ ალტაიში, იმიერბაიკალეთის მხარეში, ტუვასა და ბურიატიაში, ძირითადად მთიან სტეპებსა და უდაბნოებში