გზა საქართველოსკენ ანუ ნამდვილი თავგადასავალი

Sputnik

საქართველოს სამხედრო გზა — ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც დღეს საქართველოს და რუსეთს აკავშირებს. მგზავრობა ამ მარშრუტით, რომელიც მთებზე გადის, შთაბეჭდილებებით სავსე ნამდვილ მოგზაურობად იქცევა

Sputnik-საქართველოს“ ფოტოლენტაში შევიდა ფოტოები, რომლებიც საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსიდან“ გუდაურამდეა გადაღებული

1 / 18
საქართველოს სამხედრო გზის რთული მონაკვეთები მაღალ მთებში მდებარეობს
2 / 18
საქართველოს სამხედრო გზა საქართველოს და რუსეთს აკავშირებს. საქართველოს ტერიტორიაზე მოსახვედრად საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ გადაკვეთაა საჭირო
3 / 18
საკონტროლო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ მახლობლად მთებში გზის პირას მართლმადიდებლური ეკლესია მდებარეობს
4 / 18
საქართველოს სამხედრო გზა მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალია. ამ გზით ტვირთების გადაზიდვა რუსეთიდან საქართველოში, საქართველოდან რუსეთში და სომხეთში ხორციელდება
5 / 18
საქართველოს სამხედრო გზიდან მთიან პეიზაჟებზე შთამბეჭდავი ხედი იშლება
6 / 18
მთებში გამავალ გზაზე რამდენიმე გვირაბია. მათი ნაწილი მოქმედებს მხოლოდ ზამთრის პერიოდში, რადგან ჩვეულებრივ მარშრუტზე თოვლში მგზავრობა სახიფათო, ზოგჯერ კი შეუძლებელი ხდება
7 / 18
ამ ზაფხულს საქართველოს სამხედრო გზა ორივე მიმართულებით გადატვირთულია
8 / 18
გზის პირას სათვალთვალო მოედნები მდებარეობს. იქ ჩერდება მანქანები, ტურისტები სამახსოვრო ფოტოებს იღებენ
9 / 18
ობიექტივში ხვდება მთიანი პეიზაჟები, ადგილობრივი მცხოვრებლები და კოლორიტული სცენები
10 / 18
ჯვრის უღელტეხილთან ხალხთა მეგობრობის თაღი მდებარეობს, რომელიც 1983 წელს აშენდა
11 / 18
ამ გზით „ყაზბეგის“ გამშვები პუნქტიდან თბილისამდე ჩახვალთ
12 / 18
ტურისტები გოგირდის წყაროსთან სელფის იღებენ
13 / 18
სამარშრუტო ტაქსები - რუსეთიდან თბილისამდე საკმაოდ იაფი მგზავრობის საშუალებაა. ვლადიკავკაზიდან და რუსეთის სხვა ქალაქებიდან თბილისში ავტობუსები და კერძო ტაქსებიც მოძრაობენ
14 / 18
გზის პირას სხვადასხვა სუვენირები იყიდება
15 / 18
გზაზე მანქანები მიჰქრიან, ფანჯრიდან კი ამ რეგიონის ყოველდღიური ცხოვრება ჩანს - საქართველოს სამხედრო გზა მცხეთა-მთიანეთის ულამაზეს რეგიონზე გადის
16 / 18
საქართველო-რუსეთს დამაკავშირებელი გზის სიგრძე 208 კილომეტრს შეადგენს. ეს ნამდვილი ისტორიული მარშრუტია, რომელიც ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს
17 / 18
საქართველოს სამხედრო გზა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურზე გაივლის
18 / 18
ამჟამად გუდაურში სეზონი არ არის, მაგრამ შემოდგომის ბოლოდან აქ ათასობით დამსვენებელი იქნება