რას ვჭამთ: როგორია ნიტრატების შემცველობა საზამთროსა და ნესვში

სურსათის ეროვნული სააგენტოც ინფორმაციით, 2017 წლის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) სპეციალისტები საზამთროსა და ნესვში ნიტრატების შემცველობაზე სარეალიზაციო ბაზარს იკვლევენ, იუწყება სააგენტო ვებ-გვერდზე.

ნიტრატების შემცველობაზე ბაზრის მონიტორინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს, ნიმუშების აღება სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტებში, მსხვილ ქსელებსა და აგრარულ ბაზრებში ხდება.

ნიტრატები საზამთროსა და ნესვში – შემაშფოთებელი მონაცემები
 

„ხილსა და ბოსტნეულში ნიტრატების შემცველობაზე კვლევის მიზნით, უკვე აღებულია 30-მდე ნიმუში და გამოკვლეულია აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ნიტრატების ზღვრული ოდენობა დადგენილ მაჩვენებელს არ აღემატება“, — აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

სულ წლის განმავლობაში დაგეგმილია 70-მდე ნიმუშის აღება.

სეს-ის ცნობით, ნიტრატების შემცველობაზე კვლევა ყოველწლიურად ტარდება. 2017 წლის მონიტორინგის შედეგებით, დარღვევა მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაფიქსირდა.

ძველი პროდუქტები და პერსონალის პირადი ჰიგიენა – რა ვითარებაა რესტორნებში

რამდენიმე დღის წინ გაეროს ექსპერტმა, ეკოტოქსიკოლოგმა ხათუნა ახალაიამ განაცხადა, რომ ნიტრიტები და ნიტრატები საზამთროსა და ნესვში, რომლებიც საქართველოში იყიდება, დასაშვებ ნორმას სამ-ოთხჯერ აღემატება. მისი მოსაზრება ეყრდნობა კვლევას, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ეკოტოქსიკოლოგის განცხადებით, საზამთრო და ნესვი ის სეზონური ბაღჩეული კულტურებია, რომლებიც ნიადაგიდან აბსოლუტურად ყველაფერს ადვილად ითვისებენ. შესაბამისად, როდესაც მათი მოყვანისას მინერალური სასუქები არასწორად გამოიყენება, ეს კულტურები ღრუბელივით ისრუტავენ მათ. დიდი დოზით მინერალური სასუქები კი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია.