ქურდობა მარნეულში: პოლიციამ დანაშაული ცხელ კვალზე გახსნა

ბოროტმოქმედს 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი 20 წლის ლ.მ., ქურდობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების მონაცემებით, ლ.მ.-მ თანამზრახველებთან ერთად, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოხმელში მცხოვრები ს.მ.-ს კუთვნილი 18 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სადგომიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა შაბათს მოხდა.

პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და გამოძალვის ბრალდებით აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

ბოროტმოქმედი მომხდარიდან რამდენიმე საათში, შემთხვევის ადგილიდან 30 კილომეტრში, სოფელ ტალავერთან, იმ დროს დააკავეს, როდესაც მას მოპარული პირუტყვი გადაჰყავდა. პოლიციამ 18-ვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი პატრონს დაუბრუნა.

დაკავებულის თანამზრახველების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სსკ-ს 177-ე მუხლი მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც  4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.