თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავტომობილი ამობრუნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირევლი არხი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-ს ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.