ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო

პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2,5 კმ-იანი გზის მშენებლობა იგეგმება.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება და მშენებლობა დაიწყო, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სოციალურ ქსელში.

„ბაკურიანში ტურისტებს და ადგილობრივებს საცობების გამო გადაადგილება უჭირთ. ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის დასრულების შემდგომ კი საკურორტო ზონა სრულად განიტვირთება და გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდება“, — აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე.

პროექტის ფარგლებში დაახლოებით 2,5 კმ-იანი გზის მშენებლობა იგეგმება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ბაკურიანში ასევე ბაკურიანი-ანდეზიტი-ციხისჯვრის 8 კმ-იანი დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. 

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოში მოქმედ მსოფლიოს ყველა მსხვილ საინვესტიციო ბანკთან და ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობს. აღნიშნულის კოორდინირებას საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.