თბილისელები ამოისუნთქავენ აუტანელი სიცხის შემდეგ

ორშაბათს 26 გრადუსი სითბოა მოსალოდნელი
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მომდევნო სამუშაო კვირა თბილისში შედარებით გრილი ამინდით დაიწყება — 40-გრადუსიანმა სიცხემ დროებით უკან დაიხია. 

ორშაბათს, 16 ივლისს, თბილისში ღამით ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა ღამით მინიმუმ 21 გრადუს სითბოს შეადგენს, დღის განმავლობაში კი მაქსიმუმ 26 გრადუსამდე აიწევს.

ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.