შემთხვევა თბილისში - მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცი გადახტა

ახალგაზრდის დასახმარებლად მტკვარში მისი მეგობარიც გადახტა.
Sputnik

თბილისი, 14 ივლისი — Sputnik. მტკვარში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მტკვარში წუხელ გვიან ღამით გადახტა. მის დასახმარელბლად მტკვარში მეგობარიც გადახტა, რომელიც წყლიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

ახალგაზრდა მამაკაცს მაშველები მთელი ღამის განმავლობაში უშედეგოც ეძებდნენ. 

სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.