თბილისში 20 წლის ბიჭი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დამნაშავე პირის დასაკავებლად სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. თბილისში, ელიას უბანში 20 წლის ბიჭი მოკლეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დამნაშავე დაკავებული არ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პირის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.