თალაკვაძე: ბახტაძემ საქმიანი პოლიტიკა შემოგვთავაზა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქმიანობა პარლამენტთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით დაიწყო, მიაჩნია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს.
Sputnik

„დარწმუნებული ვარ, რომ იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც მამუკა ბახტაძემ დააანონსა, პარლამენტთან თანამშრომლობა საქმეს მხოლოდ წაადგება“, –  განუცხადა არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი 13 ივლისიდან გაეცნობა.