ლაგოდეხში ფერების ფესტივალი გაიმართება

ადგილობრივი მცხოვრებლებისა და ქალაქის სტუმრებისთვის ნამდვილი დღესასწაული მოეწყობა.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ფერების რიგით მეოთხე ფესტივალი ტრადიციულად ლაგოდეხში 14 ივლისს გაიმართება, აღნიშნავენ ორგანიზატორები.

ღონისძიება სტადიონ „რანისთან" 18:00 საათზე დაიწყება.

თბილისი ჰოლის დღესასწაულს მასპინძლობს

მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფერის საღებავს ჰაერში გაუშვებენ, ფესტივალს მუსიკა გააგრძელებს. მიწვეულია დიჯეი გიორგი თოდაძე და ბენდი Suns of Suns.

ფესტივალზე დასწრება თავისუფალია. ასაკობრივი შეზღუდვა არ არის, თუმცა ორგანიზატორები უფროსებს სამ წლამდე ბავშვების მიყვანას მაინც არ ურჩევენ.

ორგანიზატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ღონისძიებაზე თეთრი ტანსაცმლით მისვლა ჯობს, რათა ფერადი სალუტის გაშვებისას მეტი ეფექტი შეიქმნას. ფესტივალზე აკრძალულია ალკოჰოლი და ცხოველების მიყვანა.

ღონისძიება გაიმართება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ლაგოდეხის რაიონული ადმინისტრაციის მხარდაჭერით პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში.