გალაკტიონის გარდაცვალება-ქართველმა მხატვარმა პოეტის სიცოცხლის ბოლო წუთებზე ანიმაცია შექმნა

ვიდეორგოლს, რომელშიც პოეტის გარდაცვალება გრაფიკულადაა ნაჩვენები, ფონად ლექსი „მთაწმინდის მთვარე“ გასდევს
Sputnik

თბილისი,  13 ივლისი — Sputnik. ქართველმა ანიმატორმა,  მხატვარმა და გრაფიკულმა დიზაინერმა გიორგი გაგლოშვილმა დიდი ქართველი პოეტის გალაკტიონ ტაბიძის გარდაცვალების შესახებ ანიმაცია შექმნა.

მხატვრის სიტყვებით, მან ვიდეო 13 წუთში შექმნა, რის შემდეგაც თავისი ნამუშევარი Facebook–ზე განათავსა. 

ვიდეორგოლში, რომელსაც ფონად პოეტის  ლექსი „მთაწმინდის მთარე“ გასდევს, ნაჩვენებია გალაკტიონ ტაბიძის  საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან გადმოხტომის სცენა. როგორც ცნობილია, ოფიციალური ვერსიით, XX საუკუნის გამოჩენილმა პოეტმა ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

ვიდეოს დამონტაჟებისას ავტორმა 13–წუთიანი შემოქმედებითი პროცესი დააჩქარა და 84 წამში ჩაატია.

 “წამომიარა და 13 წუთში ვქენი“, – მიაწერა თავის პუბლიკაციას გიორგი გაგლოშვილმა.

ვიდეო ქართული ტელეარხების ყურადღების ცენტრში უმალ მოექცა და სოც. ქსელის მომხმარებელთა მოწონებაც დაიმსახურა.