ზესტაფონში სამი ტრაილერი ერთმანეთს შეეჯახა

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
Sputnik

თბილისი, 13 ივლისი — Sputnik. ზესტაფონში ერთმანეთს რამდენიმე ტრაილერი შეეჯახა, ერთ-ერთი მათგანი კი ხრამში გადავარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ორ ადგილზე, დაახლოებით ათი მეტრის დაშორებით, ერთმანეთს ტრაილერები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლები ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდნენ.