სინოპტიკოსები თბილისელებს აიმედებენ - მალე აგრილდება

შაბათსა და კვირას დედაქალაქში მაქსიმუმ +31 გრადუსი იქნება
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. უქმეებზე, 14-15 ივლისს თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები აუტანელი სიცხისგან დასვენებას შეძლებენ.

ამ კვირის სამუშაო დღეებში თბილისში ძალიან ცხელი ამინდია, ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში თითქმის 40 გრადუსს აღწევს. ამასთან, საღამოს სიცხე უკვე გახურებული ასფალტიდან მოდის, ასე რომ, გაგრილება შუაღამემდე, პრაქტიკულად, შეუძლებელია

შაბათ-კვირას ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით +23 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით მაქსიმალური +31 გრადუსი დაფიქსირდება.

ამასთან, კვირას მცირე წვიმაა მოსალოდნელი.

ქარი 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. სასიამოვნო უქმეებს გისურვებთ.