ქართველი ძალოსანი მსოფლიო ჩემპიონია

უახლოესი მეტოქე ქართველმა ძალოსანმა ექვსი კილოგრამით ჩამოიტოვა
Sputnik

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. ქართველი ძალოსანი 85 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია. ჩემპიონატი ამ დღეებში ტაშკენტში (უზბეკეთი) მიმდინარეობს.

ქართველი ძალოსანი ევროპის ჩემპიონი გახდა

დავითაძის შედეგი ორჭიდში 356 კილოგრამია (164 აკვრა და 192 — ატაცი). მეორე ადგილზე გასულ ალი აშურას ქართველმა სპორტსმენმა ექვსი კილოგრამით გაუსწრო. ბრინჯაო ჯეიმს მაურუსმა (აშშ) მოიპოვა.

ამავე წონით კატეგორიაში გამოვიდა საქართველოს კიდევ ერთი წარმომადგენელი ნოდარ კაკაბაძე. მან შემაჯამებელ ოქმში მეხუთე ადგილი დაიკავა (344 კგ).

მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ტაშკენტში 14 ივლისამდე გაგრძელდება.