რა ინფორმაციას მიაწვდიან არასრულწლოვნები კომისიას

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სამკაციანი ჯგუფები არასრულწლოვან მოწმეებს უსმენენ.
Sputnik

„ეს არასრულწლოვნები საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდიან, აქედან ნაწილი ემთხვევა იმას, რაც ჩვენებებში იყო, ნაწილი არის უფრო მეტად გავრცობილი. საბოლოო ჯამში, ეს გამოკითხვები არის მნიშვნელოვანი სრული სურათის შესაქმნელად“, – განუცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ ტელეკომპანია „იმედს“.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე — მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს.