საქართველოს ახალი მთავრობა: შემადგენლობა 12 ივლისს დილით დასახელდება

პრემიერის თქმით, დღეს საღამოს „ქართული ოცნების" პარტიულ ხელმძღვანელობასთან საბოლოო კონსულტაციები გაიმართება, სადაც მინისტრობის კანდიდატურებზე საბოლოოდ შეთანხმდებიან.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობის ახალი შემადგენლობა 12 ივლისს, 10:00 საათზე დასახელდება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

პრემიერის თქმით, დღეს საღამოს „ქართული ოცნების" პარტიულ ხელმძღვანელობასთან საბოლოო კონსულტაციები გაიმართება, სადაც მინისტრობის კანდიდატურებზე საბოლოოდ შეთანხმდებიან. 

მამუკა ბახტაძემ ასევე განმარტა, რომ ხუთშაბათ დილით საგანგებო ბრიფინგზე დასახელდება მინისტრობის ათი კანდიდატისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის ვინაობა.

ამ დროისთვის საქართველოს დროებითი მთავრობა ჰყავს, რომელსაც პარლამენტმა ნდობა 20 ივნისს გამოუცხადა.