ზესხოს ტყეში ხანძარს უკვე 19 საათია, ებრძვიან – ფოტოქრონიკა ადგილიდან

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შემთხვევის ადგილიდან ფოტომასალა გაავრცელა.
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ლენტეხის რაიონში, ზესხოს ტყეში ხანძარს უკვე 19 საათია ებრძვის 120 მეხანძრე-მაშველი, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ინფორმაცია ზესხოს ტყეში ხანძრის შესახებ ოთხშაბათს, დილით გავრცელდა. ცეცხლის გაჩენა, წინასწარი ინფორმაციით, მეხის ჩამოვარდნამ გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შემთხვევის ადგილიდან ფოტომასალა გაავრცელა. 

ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. 

ადგილობრივი მეხანძრე-მაშველების გარდა ასევე მობილიზებულია დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან და იმერეთიდან, და ტექნიკა. 

დილის მონაცემებით, დამწვარია 2,5 ჰა ფართობი ტყე.